რუსეთი, ჩინეთი და ირანი ერთობლივ საზღვაო წვრთნებს ჩაატარებენ

რუსეთი, ჩინეთი და ირანი ერთობლივ საზღვაო წვრთნებს “საზღვაო უსაფრთხოების სარტყელი – 2024″ ჩაატარებენ. ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

,,სწავლების პრაქტიკული ნაწილი არაბეთის ზღვის, ომანის ყურის ნაწილებში ჩატარდება,” – აცხადებენ სამინისტროში და აღნიშნავენ, რომ მანევრების მთავარი მიზანი საზღვაო ეკონომიკური საქმიანობის უსაფრთხოების შემუშავებაა.

დამკვირვებლის სტატუსით წვრთნებში მონაწილეობას ასევე მიიღებენ პაკისტანის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის, ომანის, ინდოეთისა და სამხრეთ აფრიკის საზღვაო ძალების წარმომადგენლები.

მსგავსი თემები