საქართველო იმ პოპულარული ქვეყნების სამეულშია, სადაც რუსები სახლებს ყიდულობენ

საქართველო, რუსების მიერ საზღვარგარეთ უძრავ ქონებაში ინვესტიციისთვის, ყველაზე პოპულარულ ქვეყნებს შორის სამეულში მესამე ადგილზეა. კვლევის თანახმად, რეიტინგში თურქეთი ლიდერობს. მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში ადგილობრივი უძრავი ქონების შეძენაზე განაცხადებმა 40%-ზე მეტი შეადგინა. თუმცა ერთი წლის წინ ამ ქვეყანაში საცხოვრებელს რუსები 39,5%-ით უფრო ხშირად ეძებდნენ. მეორე ადგილზე ტაილანდია – უძრავი ქონების შესყიდვაზე რუსების განაცხადები მთლიანი მოთხოვნის 17%-ს შეადგენს. ერთ წელიწადში ადგილობრივ საცხოვრებელ სახლებზე რუსების ინტერესი 43%-ით გაიზარდა. საქართველოში კი, კვლევის შედეგებით, უძრავი ქონების შესაძენად რუსების მიერ მიმდინარე წლის დასაწყისში წარდგენილი განაცხადები მთლიანი მოთხოვნის თითქმის 13%-ს შეადგენდა. თუმცა 2023 წლის თებერვალში საქართველოს უძრავ ქონებაზე…

მეტი...

,,უსაფრთხოების სიტუაციის დრამატული გაუარესების” გამო, ევროკავშირმა ჰაიტიდან დიპლომატიური პერსონალი გამოიყვანა

,,უსაფრთხოების სიტუაციის დრამატული გაუარესების” გამო, ევროკავშირმა ჰაიტიდან დიპლომატიური პერსონალი გამოიყვანა. ამის შესახებ ევროკომისიის სპიკერმა პიტერ სტანომ განაცხადა. ,,ამჟამად ჩვენ გამოვიყვანეთ EU-ის ყველა თანამშრომელი ჰაიტიდან. უსაფრთხოების სიტუაციის დრამატული გაუარესების საპასუხოდ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, შემცირებულიყო ჩვენი საქმიანობა ადგილზე და გადავიყვანეთ EU-ს დელეგაციის პერსონალი პორტ-ო-პრენსში უფრო უსაფრთხო ადგილას ქვეყნის ფარგლებს გარეთ,” – განაცხადა სტანომ.  

მეტი...

,,გაათავისუფლონ მიხეილ სააკაშვილი, შეწყვიტონ რუსეთთან პირდაპირი ფრენა და მათი დახმარება სანქციების თავიდან არიდების ნაწილში” – არახამია

უკრაინის რადას ფრაქცია “ხალხის მსახურის” თავმჯდომარე დავით არახამია ტელეგრამის საკუთარ არხზე საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება, სადაც ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ უკრაინის დამოკიდებულების გამო. ,,საქართველოს პროკრემლისტური ხელისუფლება რაღაც მოთხოვნებს გვიყენებს, რომ ჩვენი მოქალაქეები გადავცეთ “ურთიერთობების ნორმალიზების” მოტივით. თუ მართლა ვისაუბრებთ “ნორმალიზებაზე”, მაშინ ამისთვის არსებობს გეგმა: გაათავისუფლონ და დაგვიბრუნონ ჩვენი მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი. შეწყვიტონ რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირი ავიამიმოსვლა, რასაც თვითონ ქართველი ხალხი ითხოვს. შეწყვიტონ აგრესორის დახმარება სანქციების თავიდან არიდების ნაწილში. ასეთ შემთხვევაში ურთიერთობების ნორმალიზება მარტივად წარიმართება”, – წერს დავით არახამია.

მეტი...

ორიოლის ოლქში ნავთობის რეზერვუარი იწვის, ხანძარია “ლუკოილის” ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაშიც

დრონით თავდასხმის შედეგად, რუსეთში ხანძარი გაჩნდა კიდევ ერთ – ნიჟნი ნოვგოროდის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, რომელიც მდებარეობს ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის ქალაქ კსტოვოში. ოლქის გუბერნატორმა თავდასხმის შესახებ გავრცელებული ცნობები დაადასტურა: ,,დილით, კსტოვოს ინდუსტრიულ ზონას, საწვავის და ენერგეტიკული კომპლექსის ობიექტს, თავს დაესხნენ უპილოტო საფრენი აპარატები”, – წერს ნიკიტინი თავის Telegram არხში. TASS-ის ცნობით, კომპანია “ლუკოილი”, რომელიც ფლობს ნიჟნი ნოვგოროდის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, იუწყება, რომ საწარმოში ტექნოლოგიური განყოფილების მუშაობა “ინციდენტის გამო” შეჩერებულია. რომელ ინციდენტზეა საუბარი, არ არის დაკონკრეტებული. გარდა ამისა, ორიოლის ოლქის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დრონის დარტყმამ ცეცხლი გამოიწვია ორიოლის ნავთობის საცავში. მის ჩაქრობას 60-მდე ადამიანი…

მეტი...

ფრონტზე მდგომარეობა ბევრად უკეთესია, ვიდრე ბოლო სამი თვის განმავლობაში – ზელენსკი

,,ვითარება ფრონტზე ბევრად უკეთესია, ვიდრე ბოლო სამი თვის განმავლობაში”. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრანგულ ტელეკომპანია BFM-თან ინტერვიუში განაცხადა. მან დასძინა, რომ უკრაინელი სამხედროები სირთულეებს განიცდიან “საარტილერიო ჭურვების ნაკლებობის, საჰაერო ბლოკადის, რუსული შორი მოქმედების იარაღისა და რუსეთის ფედერაციის დრონების მაღალი სიმკვრივის გამო”. Ukrayinska Pravda-ს ცნობით, ზელენსკიმ თქვა, რომ “რუსეთის შეტევა შეჩერებულია” და მისი არმია “კარგავს სასიცოცხლო ძალების დიდ რაოდენობას”. თუმცა, მისი თქმით, სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს “ერთ თვეში ან კვირაში”, თუ უკრაინის არმია საკმარის მხარდაჭერას არ მიიღებს.

მეტი...

ბეიჰაი – საუკეთესო ტურისტული ქალაქი ჩინეთში (ვიდეორეპორტაჟი)

გუანქსი არის ავტონომიური რეგიონი სამხრეთ ჩინეთში, რომელიც ვიეტნამს ესაზღვრება. ტერიტორია ცნობილია მდინარეებით, გამოქვაბულებითა და მაღალი კარსტული წარმონაქმნებით. მისი დედაქალაქია ნანინი. ბეიჰაი, მდებარეობს ჩინეთის, გუანქსის რეგიონის სამხრეთის ბოლოში. ერთი ოლქი გადაჭიმულია სამ რაიონში, რომელიც მოიცავს 4018 კვადრატულ კილომეტრ მიწას და 668 კილომეტრს სანაპირო ზოლს, სადაც 1,88 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ჩინეთში, იგი აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ტურისტული ქალაქი, ეროვნული ისტორიული და კულტურული ქალაქი, ეროვნული ბაღის ქალაქი, საცხოვრებლად საუკეთესო ათეულში შედის,  ზამთრის კურორტი, ეროვნული დღეგრძელობის ქალაქი და ეროვნული საპილოტე ქალაქი. ეკა გულუა გუქნქსის პროვინციიდან 

მეტი...