,,გვექნება ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები და უახლოეს მომავალში საზოგადოება შეიტყობს” – მიხეილ სარჯველაძე

დღეს პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჯანდაცვის სამინისტროში ახალი მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე წარადგინა. შეხვედრის დასრულების შემდეგ სარჯველაძემ თქვა, რომ უახლოეს მომავალში ექნება კონკრეტული ხედვა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც საზოგადოებისთვის და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის მტკივნეულადაა აღქმული და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მოითხოვს.

ახალმა მინისტრმა არ გამორიცხა, რომ მოადგილეები შეცვალოს:

,,გვექნება ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები და ამის თაობაზეც უახლოეს მომავალში საზოგადოება შეიტყობს”, – თქვა მან.

მსგავსი თემები