რომის პაპის განცხადების გამო, უკრაინის საგარეომ ვატიკანის წარმომადგენელი დაიბარა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომის პაპის წინააღმდეგობრივი განცხადებების გამო, ვატიკანის წარმომადგენელი დაიბარა.

ვატიკანის წარმომადგენელს, ვისვალდას კულბოკასს უთხრეს, რომ “უკრაინაში იმედგაცრუებულნი არიან” პაპის სიტყვების გამო, განსაკუთრებით კი “თეთრი დროშის” აღმართვასთან დაკავშირებით.

უკრაინაში ვატიკანის ელჩს კიდევ ერთხელ შეახსენეს “მშვიდობის ფორმულა” და უკრაინის სურვილი სურვილი, მიაღწიოს მშვიდობას, რომელიც სამართლიანი და გაერო-ს წესდების პრინციპებზე დაფუძნებული უნდა იყოს.

შეგახსენებთ, რომ რომის პაპმა შვეიცარიულ გამოცემასთანინტერვიუში განაცხადა: “მე ვფიქრობ, რომ ყველაზე ძლიერი არის ის, ვინც სიტუაციას უყურებს, ფიქრობს ხალხზე, “თეთრი დროშის” აღმართვის გამბედაობა აქვს და აწარმოებს მოლაპარაკებებს. სიტყვა “მოლაპარაკებები” ვაჟკაცური სიტყვაა. როცა ხედავ, რომ დამარცხებული ხარ, რომ საქმე არ მიდის კარგად, უნდა გქონდეს მოლაპარაკებების წარმოების გამბედაობა”.

მსგავსი თემები