ვატიკანი რომის პაპის განცხადებას განმარტავს

ვატიკანი რომის პაპის განცხადებას განმარტავს, რომლითაც ის უკრაინას “თეთრი დროშის გამბედაობის” გამოჩენისკენ მოუწოდებდა.

ვატიკანის პრესსპიკერი ამბობს, რომ პაპი ფრანცისკე უკრაინას არა კაპიტულაციისკენ, არამედ მოლაპარაკებებისთვის მზაობის გამოხატვისკენ მოუწოდებდა. ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა კარდინალმა პიეტრო პაროლინიმ კი თქვა, რომ ფრანცისკეს მოწოდება უკრაინაში მიმდინარე უსამართლო ომის დასრულებისკენაა მიმართული და “პირველ რიგში, ცეცხლი აგრესორმა რუსეთმა უნდა შეწყვიტოს.”

ცნობისთვის, რომის პაპმა შვეიცარიულ ტელეკომპანიასთან განაცხადა, რომ რუსეთთან ომში მყოფმა უკრაინამ “თეთრი დროშის” გამბედაობა უნდა გამოიჩინოს. მან ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვმა და კიევმა მოლაპარაკებები საერთაშორისო ძალების დახმარებით უნდა წამოიწყონ.

მსგავსი თემები