ევროკომისიის 9 პუნქტი და მათი შესრულების დინამიკა – არასამთავრობოები ოპოზიციას ხვდებიან

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ,,ღია საზოგადოების ფონდის” ოფისში ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს ხვდებიან. დისკუსიის მთავარი თემა ევროკომისიის 9 რეკომენდაცია და მათი შესრულების დინამიკაა. მიწვევის მიუხედავად, შეხვედრაზე ,,ქართული ოცნების” წევრები არ გამოჩენილან.

,,ზოგადად, პოლიტიკური ნების ნაკლებობა სიახლე არ არის. სამწუხაროდ, ეს ესე იყო და ესე რჩება. ასევე, არის ერთგვარად განსხვავებული ხედვა ხელისუფლებასა და იმ 9 პუნქტს შორის, რომელიც მიეცა საქართველოს. თითქმის ყველა პოლიტიკური ძალა იყო მოწვეული ამ შეხვედრაზე, მათ შორის, სახელისუფლებო პარტიაც, უბრალოდ მათ საერთოდ არ გაუციათ პასუხი ამ მოწვევაზე”, – ამბობს ვანო ჩხიკვაძე, ,,ღია საზოგადოების ფონდის” ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი.

მსგავსი თემები