ევროკომისია რეკომენდაციას გასცემს, რომ ბოსნია და ჰერცეგოვინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს – ლეიენი

ევროკომისია ევროკავშირის წევრებისთვის რეკომენდაციას გასცემს, რომ ბოსნია და ჰერცეგოვინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს.

როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ, ქვეყანამ შთამბეჭდავი ნაბიჯები გადადგა.

,,რა თქმა უნდა, მეტი წინსვლაა საჭირო ჩვენს კავშირში გასაწევრიანებლად, მაგრამ ქვეყანა ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ შეუძლია შეესაბამებოდეს წევრობის კრიტერიუმებსა და მისი მოქალაქეების სურვილს, იყვნენ ჩვენი ოჯახის წევრები. ამიტომ, დღეს ჩვენ გადავწყვეტთ და რეკომენდაციას მივცემთ საბჭოს, რომ დაიწყოს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები ბოსნია და ჰერცეგოვინასთან…ერთ წელში ქვეყანამ უფრო მეტ პროგრესს მიაღწია, ვიდრე 10 წელში,” – თქვა ლეიენმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ახლა ბოსნია და ჰერცეგოვინა სრულად შეესაბამება მათ “საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გეოპოლიტიკური არეულობის დროს.” ამას გარდა, ლეიენის თქმით, ქვეყანა მნიშვნელოვან კანონებს იღებს.

მსგავსი თემები