ონკოპაციენტები ჯანდაცვის ახალ მინისტრს შეხვდნენ

ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტები ჯანდაცვის ახალ მინისტრს შეხვდნენ. მიხეილ სარჯველაძემ პრობლემაში გასარკვევად 10 დღე ითხოვა.

ონკოპაციენტების მოთხოვნები კვლავ უცვლელია, 25 000-ლარიანი ლიმიტის მოხსნა და საჭირო მედიკამენტების დროულად შემოტანა.

,,შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ახალ მინისტრს გავაგებინოთ სამუშაოს დაწყებისთანავე ჩვენი მოთხოვნები, რომ ონკოპაციენტებს სჭირდებათ დახმარება. მან განაცხადა, რომ ამას სჭირდება დრო, რათა განიხილოს. თუმცა, ონკოპაციენტებს დრო არ აქვთ. ჩვენს ქვეყანაში ახლა არ არსებობს, საერთოდ რეგისტრირებული არ არის მესამე თაობის მედიკამენტები და პაციენტებს უწევთ იმკურნალონ მხოლოდ მეორე თაობის, უკვე მოძველებული პრეპარატებით”, – ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

მსგავსი თემები