აშშ-ში, თხილამურებით სრიალისას ერთი ადამიანი დაიღუპა – არიან დაშავებულებიც

ვაშინგტონში, თხილამურებით სრიალის დროს 600 ფუტის (183 მ) სიმაღლიდან ჩამოვარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას BBC ავრცელებს და წერს, რომ 20 წლის მედისონ სოლტსბურგმა დაცემის დროს “სასიკვდილო ტრავმული დაზიანებები” მიიღო. შემთხვევის დროს კიდევ ორი პირი დაშავდა.

აშშ-ის სატყეო სამსახურის განაცხადებით, ვაშინგტონის მთას და მის მიმდებარე ტერიტორიებს აქვს ძალიან ციცაბო სათხილამურო ალპინისტური რელიეფი და ექვემდებარება მუდმივად ცვალებადი მთის საფრთხეებს. მათი თქმით, მოყინულმა ზედაპირებმა სახიფათო პირობები შექმნა.

მსგავსი თემები