ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ მიუსაფარი ძაღლებისათვის განკუთვნილი ხის სახლები თბილისის სხვადასხვა უბნებში განათავსა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ მიუსაფარი ძაღლებისათვის განკუთვნილი ხის სახლები ამჯერად სოფელ დიღომში, ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე, მოსკოვის გამზირზე, ვარკეთილის მესამე მასივში, ვაზისუბანსა და აეროპორტის დასახლებაში განათავსა.

სახლების დადგმის პროცესში მიუსაფარ ცხოველებზე მზრუნველმა ადამიანებმა მიიღეს მონაწილეობა.

დედაქალაქის მასშტაბით, მიუსაფარი ძაღლებისათვის ხის სახლების დადგმა ცხოველების მიმკედლებლების ჩართულობით ხორციელდება.

პროექტის მიზანია მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვა და მათი მიმკედლებლების მხარდაჭერა, ასევე, ცხოველების კეთილდღეობისათვის განხორციელებულ აქტივობებში კერძო სექტორის ჩართულობის წახალისება.

მსგავსი თემები