თბილისის ახალ ზოოპარკში ჟირაფებს ჩამოიყვანენ

თბილისის ახალ ზოოპარკში ჟირაფებს ჩამოიყვანენ – ამის შესახებ ზოოპარკის დირექტორმა, ზურაბ გურიელიძემ განაცხადა.

გურიელიძის თქმით, საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა უკვე დასასრულს უახლოვდება, თანამშრომლებმა შესაბამისი ტრენინგებიც გაიარეს, რომელი ქვეყნებიდან ჩამოიყვანენ ჟირაფებს, ამის შესახებ ინფორმაცია კი სექტემბერში გახდება ცნობილი.

“საჟირაფე შენდება, ეს არის რთული შენობა, თუმცა უახლოეს პერიოდში უნდა დამთავრდეს. ამასობაში ჩვენ ვზრუნავთ ჟირაფების ჩამოყვანაზე, რადგან მას ასე მაღაზიაში ვერ იყიდი, სადღაც უნდა დაიბადოს, გარკვეულ ასაკამდე მივიდეს, შემდეგ ტრანსპორტირებაც რთული და ძვირად ღირებული საქმეა. მინიმუმ ეს იქნება ხუთი ჟირაფი… რაც შეეხება თვითონ ცხოველს, თბილისის ზღვის ზოოპარკი უკვე გახლავთ ევროპის აკვარიუმებისა და ზოოპარკების ასოციაციის წევრი რაც ნიშნავს, რომ გვეყოლება შესაბამისი კონსულტანტები და კარგად გაწვრთნილი მომვლელები. ამ მიზნით მათ შარშან უკვე გაიარეს შესაბამის სწავლებები, რადგან ჟირაფები განსაკუთრებული ცხოველები არიან და ზოგადად დიდი ზომის ცხოველებთან ურთიერთობა რთულია, მათთან ერთად იქნებიან მარტორქები, ბეჰემოთები. მათ უკვე გაიარეს ტრენინგი ჰოლანდიაში და წელს კიდევ გაგრძელდება ეს პროცესი. ორი ჩვენი ვეტ-ექიმი გაემგზავრება სამხრეთ აფრიკაში რომ იქ უკეთესად შეისწავლონ ეს პროცესი,” – თქვა გურიელიძემ.

მსგავსი თემები