აშშ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს, რომლის ღირებულება შესაძლოა, 400 მილიონ დოლარს შეადგენდეს

აშშ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს, რომლის ღირებულება, შესაძლოა, 400 მილიონ დოლარს შეადგენდეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ორ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც მედიასაშუალებისთვის გახდა ცნობილი, დახმარების ახალი პაკეტის გამოცხადებას აშშ-ის მთავრობა დღეს, მოგვიანებით გეგმავს.

ეს ბოლო თვეების განმავლობაში აშშ-ის მხრიდან პირველი ამგვარი დახმარება იქნება კიევისთვის მას შემდეგ, რაც კონგრესში უკრაინის მრავალმილიარდიანი დახმარებაა ბლოკირებული.

 

მსგავსი თემები