ჯანდაცვის მინისტრის ორმა მოადგილემ თანამდებობა დატოვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობები ილია ღუდუშაურმა და ირაკლი მხეიძემ დატოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების ცნობითვე, მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია გახდა, ორი მოადგილის თანამდებობა კი, ჯერჯერობით, ვაკანტური რჩება.

ჯანდაცვის ახალი მინისტრი მიხეილ სარჯველაძე გახდა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ იგი მედიას 11 მარტს წარუდგინა. სარჯველაძე ამ დრომდე იყო საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე.

მსგავსი თემები