27 წლის ქართველ ფეხბურთელს პოლონეთში შესვლაზე უარი უთხრეს

პოლონეთის სასაზღვრო დაცვის სამსახურის ცნობით, 9 მარტს ქვეყანაში არ შეუშვეს საქართველოს მოქალაქე, 27 წლის ფეხბურთელი. ის პოლონეთში ქუთაისიდან მიფრინავდა.

,,უცხოელი IT მონაცემთა ბაზაში იყო, როგორც მესამე ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც უარი უნდა ეთქვა შენგენის ზონაში შესვლაზე ან დარჩენაზე და როგორც არასასურველი პირი პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე”, – ნათქვამია განცხადებაში.

პოლონური მხარე ამბობს, რომ უცხოელის დაგეგმილი გამგზავრება ქუთაისში 12 მარტს შედგება.

მსგავსი თემები