“ჩვენი ერთადერთი ფანჯარა მსოფლიოსკენ არის რუსეთი” – ბჟანია

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია აფხაზ ახალგაზრდებს, ვისაც რუსული პასპორტები აქვთ, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისა და პუტინის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

ჩვენ არ ვართ ოკეანეში დაკარგული, ბუნების ძალებთან მარტო დარჩენილი კუნძული. დამოუკიდებელ აფხაზეთს ჰყავს მეგობრები, თუნდაც ბევრი არ იყოს, არიან მეზობლები და მოკავშირეები და მათ შორის არის ქვეყანა, რომელიც ამავდროულად არის ჩვენი საუკეთესო მეგობარი, საუკეთესო მეზობელი და დღეს ერთადერთი ფანჯარა მსოფლიოსკენ. ეს არის რუსეთის ფედერაცია, რომელმაც პირველმა აღიარა ჩვენი უფლება თვითგამორკვევის, ჩვენი უფლება ვიცხოვროთ საკუთარ სახლში და ვისაუბროთ საკუთარ ენაზე, განვავითაროთ ჩვენი კულტურა და ეკონომიკა, ჩვენი უფლება ვიყოთ საკუთარი თავი“, – ამბობს ბჟანია.რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 17 მარტსაა დანიშნული.

მსგავსი თემები