ქართველ პარტნიორებთან სრულფასოვანი თანამშრომლობის დაბრუნებით ვართ დაინტერესებული – კარასინი

მოსკოვი ქართველ პარტნიორებთან ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის დაბრუნებით არის დაინტერესებული – ამის შესახებ განცხადება რუსეთის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, გრიგორი კარასინიმ გააკეთა.

კარასინი საინფორმაციო სააგენტო TASS-თან ინტერვიუში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე გიორგი ქაჯაიას დანიშვნასაც გამოეხმაურა და განმარტა, რომ “დადებითი შედეგები, რომლებსაც ბოლო 11 წელიწადში მიაღწიეს, კვლავ მოთხოვნადი იქნება”.

დადებითი შედეგები, რომლებსაც ბოლო 11 წლის განმავლობაში მივაღწიეთ არაფორმალური დიალოგის ფარგლებში – საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან, ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრებზე, კვლავ მოთხოვნადი იქნება – გიორგი ქაჯაიას დანიშვნის პირობებშიც. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მიღწევები კვლავ მოთხოვნადი იქნება. რუსეთი პრაგმატული დიალოგით და ქართველ პარტნიორებთან სრულფასოვანი ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის დაბრუნებით დაინტერესებულია”, – თქვა კარასინმა.

მისივე თქმით, მოცემულმა გადაწყვეტილებებმა ხელი შეუწყო ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას, კერძოდ, ავიამიმოსვლის აღდგენასა და საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას.

კულტურული გაცვლებისთვის, სამეცნიერო, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების მეშვეობით, კონტაქტების დამატებითი შესაძლებლობები შევქმენით. ეკონომიკური კავშირების განმტკიცებასა და ბიზნეს წრეებს შორის ურთიერთქმედების გააქტიურებაში წვლილი შევიტანეთ. ხელი შევუწყვეთ ტურიზმის შემდგომ განვითარებას. 2023 წელს საქართველოს 1,4 მილიონზე მეტი ჩვენი თანამემამულე ეწვია“, – განაცხადა კარასინმა.

მსგავსი თემები