მიზანი – „ქართული ოცნების“ დამარცხება – ორი ნიკას ერთობა

ნიკა მელია და ნიკა გვარამია დღეს ქართულ პოლიტიკურ არენაზე ერთად გამოჩნდენ, სახელი – “ახალი”, საარჩევნო ნომერი – 4, ლოგო – მწვანე, თეთრ და ნარინჯისფერ ფერებში.  მიზანი, “ქართული ოცნების” დამარცხება,  ორიენტაცია – მხოლოდ მომავალზე და არა წარსულზე. დღეს ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას გუნდების გაერთიანების პრეზენტაციით დასრულდა.  “ჩვენ არ გეუბნებით შემოგვიერთდით, ჩვენ გეუბნებით გავერთიანდეთ” – ეს გზავნილი მიიღო დღეს ოპოზიციამ “ახალისგან”.

ვინ მიიღებს “ახალის” შეთავაზებას ჯერ უცნობია. ფაქტია, რომ ახალი მოთამაშის გამოჩენა პოლიტიკურ ველზე ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია და დიდი ალბათობით, მოლაპარაკებები სხვა პოლიტიკურ სუბიექტებთანაც აქტიურად გაგრძელდება.

“არჩევნების წინ მთავარი ოპოზიციური პარტია გავხდებით” – მელია-გვარამიას გუნდს ზუსტად 8 თვე აქვს იმისთვის,  ამ  ხმამაღალი პოლიტიკური განაცხადის  კონვერტაცია  ამომრჩევლების განწყობაში მოახდინოს.

 

მსგავსი თემები