,,ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული” – აბაშიძე გადადგომაზე

ზურაბ აბაშიძის ინფორმაციით, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის წარმომადგენლის თანამდებობის დატოვების ინიციატივით მან თავად მიმართა რამდენიმე თვის წინ მაშინდელ პრემიერს ირაკლი ღარიბაშვილს:

,,მე რამდენიმე თვის წინ მივმართე ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, მისგან ყოველთვის ვგრძნობდი მხარდაჭერას, მივმართე წინადადებით რომ გვეფიქრა ახალ პიროვნებაზე ამ თანამდებობაზე. ლოგიკა მარტივი იყო-2012 წლის შემდეგ გავიდა 12 წელი, ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული, მან პრინციპში, დადებითად მიიღო ჩემი წინადადება და აღებინებია ასეთ შემთხვევაში ჩნდება კითხვა- ვინ იქნება შემცვლელი? იმთავითვე დასახელდა გიორგი ქაჯაიას კანდიდატურა, რომელიც ჩვენი სექციის ხელმძღვანელი გახლდათ მოსკოვში 4 წლით. ის უნდა დაბრუნებულიყო. გიორგი დაბრუნდა, იანვარში დაუსრულდა იქ მუშაობის ვადა და ის ინიშნება ამ თანამდებობაზე”, – აღნიშნა აბაშიძემ.

შეგახსენებთ, რომ აბაშიძე პრემიერმა კობახიძემ დღეს მრჩევლად დაინიშნა, ხოლო მის შემცვლელად რუსეთთან ურთიერთობების საკითხში, გიორგი ქაჯაია.

რაც შეეხება ქაჯაიას შემცვლელს – რუსეთში, შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების განყოფილების ხელმძღვანელად მამუკა მერკვილაძე დაინიშნა.

მსგავსი თემები