ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინის წინ შვედეთის დროშა აღიმართა

ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინის წინ შვედეთის დროშა აღიმართა. ცნობისთვის, შვედეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ოფიციალურად 7 მარტს შეუერთდა და ნატოს წევრი 32-ე ქვეყანა გახდა.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, შვედეთმა უარი თქვა ნეიტრალიტეტზე და ფინეთის მსგავსად, ნატოში შესვლის სურვილი გამოთქვა. ფინეთი ორგანიზაციაში გასული წლის აპრილში გაწევრიანდა.

მსგავსი თემები