მაკრონი უახლოეს კვირებში უკრაინაში ჩავა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უახლოეს კვირებში უკრაინას ეწვევა. შესაბამისი განცხადება მაკრონისა და ზელენსკის საუბრის შემდეგ გამოქვეყნდა.

მაკრონმა ზელენსკისთან საუბრისას დაადასტურა “სურვილი, გააგრძელოს ძალისხმევა შორი დისტანციური იარაღის კოალიციის შესაქმნელად, ასევე ჩეხეთის საბრძოლო ინიციატივის მხარდაჭერა”.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე დაადასტურა აშშ-სა და საფრანგეთის თავმჯდომარეობით შექმნილი კოალიციის – „არტილერია უკრაინისთვის“ – მუშაობის გაგრძელების აუცილებლობა.

ცნობისთვის, ემანუელ მაკრონი უკრაინაში ვიზიტს თებერვალში გეგმავდა, თუმცა უსაფრთხოებიდან გამომდინარე მაშინ ეს ვიზიტი გადაიდო.

16 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტი ევროპული ტურნეს ფარგლებში თავად ჩავიდა პარიზში და საფრანგეთთან „უსაფრთხოების გარანტიების შესახებ“ ხელშეკრულება გააფორმა.

მსგავსი თემები