საბერძნეთის საავადმყოფოებში მედდად არალეგალურად მუშაობისთვის 6 ქართველი ქალი დააკავეს

საბერძნეთში, ატიკას ორ საავადმყოფოში, მედდად არალეგალურად მუშაობისთვის 6 ქართველი ქალი დააკავეს. ჯამში, ამ ბრალდებით, 10 ქალია დაკავებული, მათ შორის ორი ალბანელი, ერთი ყაზახი და კიდევ ერთი ბერძენი. მათგან შვიდი საბერძნეთში არალეგალურად ცხოვრობდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მათ არ ჰქონდათ განათლების დამადასტურებელი დიპლომები, პროფესიული ლიცენზიები, ჯანმრთელობის ბუკლეტები, ასევე, არ იყვნენ რეგისტრირებული იმ საავადმყოფოს ექსკლუზიური ექთნების რეესტრში, სადაც მუშაობდნენ.

დაკავებულები მათ წინააღმდეგ წარდგენილი საქმეებით პროკურატურაში გადაიყვანეს.

მსგავსი თემები