ჯანდაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა

პრემიერმინისტრ, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ჯანდაცვის მინისტრის პოსტს მიხეილ სარჯველაძე  დაიკავებს. ამ თემაზე მან განცხადება ბრიფინგზე გააკეთა.

კობახიძის თქმით, კონსულტაციების საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ მინისტრის პოსტზე შეიძლებოდა როგორც სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლების, ისე სხვა კანდიდატების განხილვა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა ლევან ჟორჟოლიანი, ხოლო ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსად – ნიკოლოზ ტყემალაძე, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერს მრჩევლად – გიორგი ქაჯაია, ხოლო პრემიერის მრჩევლად – ზურაბ აბაშიძე.

მსგავსი თემები