„სულ სხვა ომს ველოდები და ასეც იქნება“ – ვანო ნადირაძე უკრაინიდან

ქართველი ვეტერანი მებრძოლი ვანო ნადირაძე უკრაინის გენშტაბში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება, ნადირაძე ამბობს, რომ საკადრო ცვლილებები უკრაინას წარმატებას მოუტანს:

„ამ წუთებისთვის რუსების წინა ხაზზე, ოთხჯერ მეტი ცოცხალი ძალა და ტექნიკაა, ათჯერ მეტი ჭურვების მარაგი, მაგრამ ყრუ თავდაცვაში გადასვლით და სწორი ტაქტიკით უკრაინამ ძალიან დიდი ზარალი მიაყენა მტერს, იტყვით ახლა ავდეევკა ხომ აიღესო- და მერე რა? სადაც რუსებმა დაკარგეს ფრონტზე მყოფი ტექნიკის 40% და ცოცხალი ძალის 30% ქალაქი, რომლის სიგრძე, სიგანე 2 კმ – 2 კმ-ზეა, ის უზარმაზარი ძალა რუსების, რომელიც ამ პატარა ქალაქს უტევდა , მაგალითად ლიტვის და ლატვიის შემთხვევაში ასეთ ქვეყნებს მართლა სამ დღეში აიღებდა,“ – წერს ნადირაძე და პროგნოზირებს, რომ უკრაინა წარმატებულ ომს მალე აჩვენებს:

„ადრე დავწერე სირსკის მოსვლის შემდეგ სულ სხვა ომს ველოდებითქო და ასეც იქნება, ასე, რომ ნამდვილად არაა ტრაგედია ფრონტის ხააზე და გენშტაბის გადახალისებას და რეორგანიზაციას შედეგი მოაქვს,“- ამბობს ნადირაძე.

 

მსგავსი თემები