უკრაინულმა დოკუმენტურმა ფილმმა, ,,20 დღე მარიუპოლში”, ოსკარი მიიღო

ლოს-ანჯელესში ოსკარის 96-ე დაჯილდოების ცერემონიალზე უკრაინელი რეჟისორის მესტილავ ჩერნოვის ფილმმა “20 დღე მარიუპოლში” გაიმარჯა ნომინაციაში საუკეთესო დოკუმენტური ფილმი. ეს ისტორიაში პირველი ოსკარია, რომელიც უკრაინული ფილმის ავტორებს გადაეცათ. მანამდე ფილმმა, რომელიც 2022 წელს რუსული ჯარების მიერ მარიუპოლის ალყის შესახებ მოგვითხრობს, მიიღო ბრიტანული ჯილდო – BAFTA. Associated Press-ის ჟურნალისტი მესტილავ ჩერნოვი ფოტოგრაფ ევგენი მალოლეტკასთან და პროდიუსერ ვასილისა სტეპანენკოსთან ერთად გაემგზავრა მარიუპოლში 2022 წლის 23 თებერვალს, რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის წინა დღეს. “ვისურვებდი, არასდროს გადამეღო ეს ფილმი” – თქვა რეჟისორმა. დიდწილად მათი მუშაობის წყალობით მსოფლიომ შეიტყო რა მოხდა მარიუპოლში 2022 წლის გაზაფხულზე, როდესაც რუსეთის…

მეტი...

ინდონეზიაში მცირე ზომის სატვირთო თვითმფრინავი ჩამოვარდა – არის მსხვერპლი

ინდონეზიის ჩრდილოეთით, კალიმანტანის პროვინციის ტყეში, მცირე ზომის სატვირთო თვითმფრინავი ჩამოვარდა, შედეგად დაიღუპა ეკიპაჟის ერთი წევრი. სოფელ ბინუანგის ხელმძღვანელმა, კალვინ დაუდ იპინმა განაცხადა, რომ ინციდენტის შემდეგ Pilatus-ის თვითმფრინავის 29 წლის პილოტი ცოცხალი და უვნებელი იპოვეს, ხოლო 35 წლის ინჟინერი კი, რომელიც ავარიის დროს ბორტზე იმყოფებოდა, დაიღუპა. ეკიპაჟის ორივე წევრი სამძებრო-სამაშველო ჯგუფმა ჩრდილოეთ კალიმანტანის პროვინციის ქალაქ ტარაკანის საავადმყოფოში გადაიყვანა. სატვირთო თვითმფრინავთან კონტაქტი პარასკევს ნაშუადღევს დაიკარგა. თვითმფრინავის ნამსხვრევები შაბათს საღამოს იპოვეს.

მეტი...

აშშ-მა, გაძლიერებული ძალადობის ფონზე, ჰაიტის დედაქალაქიდან საელჩოს პერსონალი გამოიყვანა

აშშ-ის ცნობით, ჰაიტიდან ბანდების ძალადობის გაზრდის ფონზე საელჩოს პერსონალი გამოიყვანეს და დედაქალაქ პორტ-ო-პრენსში მისიის დროს უსაფრთხოება გააძლიერეს. ინფორმაციას საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს. ,,გაძლიერებულმა ბანდიტურმა ძალადობამ აშშ-ის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე და აეროპორტის მახლობლად სახელმწიფო დეპარტამენტს გადააწყვეტინა საელჩოს პერსონალი გამოეყვანა,” – წერია საელჩოს განცხადებაში. არსებული ინფორმაციით, საელჩო კვლავ ღია დარჩება. მედიის ცნობით, საელჩოს პერსონალის ევაკუაცია, გამთენიისას, ვერტმფრენის დახმარებით ჩატარდა. ეს გადაწყვეტილება, მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ჰაიტიში ბანდების ძალადობა გაძლიერდა და სამდღიანი საგანგებო მდგომარეობა ერთი თვით გახანგრძლივდა. ბანდები თავს დაესხნენ აეროპორტს, პოლიციის განყოფილებებსა და ციხეებს ამ კვირაში. ბანდები ჰაიტის პრემიერმინისტრ არიელ ჰენრის…

მეტი...