კეზერაშვილის კვალი ამ პარტიაში არ და ვერ იქნება, ამაზე არის სრული კონსენსუსი მთელ გუნდში – ნიკა მელია

,,ახალის” ლიდერი, ნიკა მელია აცხადებს, რომ დავით კეზერაშვილის კვალი მის და ნიკა გვარამიას პარტიაში არ და ვერ იქნება და ამაზე მთელი გუნდი შეთანხმებულია.

,,თუ რამეზე ნაკლებად გვისაუბრია, ამაზე ვისაუბრეთ, ჩემთვის ეს ადამიანი რჩება ისეთად, როგორიც არის, მე ვფიქრობ, არაფერი არასოდეს არ შეიცვლება მასთან დაკავშირებით, ეს მისი არჩევანი იყო, რა ნაბიჯებიც გადადგა მის ცხოვრებაში, მე მას არაერთხელ ვურჩიე რომ თუ ის დისტანცირდებოდა ქართული პოლიტიკისგან, უკეთესი იქნებოდა ქართული ოპოზიციური მოძრაობისთვის, დანარჩენი ყველაფერი მასზეა დამოკიდებული, მაგრამ მისი კვალი ამ პარტიაში, არ და ვერ იქნება, ამაზე არის სრული კონსენსუსი და შეთანხმება მთელ ჩვენ გუნდში”, – თქვა ნიკა მელიამ.

მსგავსი თემები