მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად ლევან ჟორჟოლიანი დაინიშნა

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად ლევან ჟორჟოლიანი დაინიშნა. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. ამ დრომდე ლევან ჟორჟოლიანი თბილისის საკრებულოს წევრი იყო.

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა ნიკოლოზ ტყემალაძე. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერმინისტრის მრჩეველი კი გიორგი ქაჯაია იქნება. პრემიერმინისტრის მრჩეველი – ზურაბ აბაშიძე.

ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი რევაზ ჯაველიძე 1 მარტს გაათავისუფლეს.

მსგავსი თემები