ყველაფერს აქვს პლუს-მინუსები, ღობის არარსებობას აქვს მეტი პლუსი – კობახიძე კანცელარიასთან სკვერზე

პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე მთავრობის კანცელარიის წინ ღობის დემონტაჟთან დაკავშირებით ამბობს, რომ ღობის არარსებობას აქვს მეტი პლუსი, ვიდრე მინუსი. ამ ღობის მონტაჟი წინა პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის დროს დაიწყო.

,,იყო მთელი რიგი სპეკულაციები ამ თემასთან დაკავშირებით, ყველაფერს აქვს თავისი პლუს-მინუსები, ღობესაც აქვს თავისი პლუს- მინუსები და ღობის არარსებობასაც აქვს თავისი პლუს მინუსები, მე მქონდა კონსულტაციები, მათ შორის ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებთან, ვიდრე ამ გადაწყვეტილებას მივიღებდი, საბოლოო ჯამში, მე მიმაჩნია, რომ ღობის არარსებობას აქვს მეტი პლუსი, ვიდრე მინუსი, და ეს გახდა სწორედ ჩემი გადაწყვეტილების საფუძველი, ვიზუალურადაც არაჩვეულებრივად გამოიყურება დღეს ის ეზო, რომელიც არის კანცელარიის წინ”, – თქვა კობახიძემ.

მისივე თქმით, იყო სპეკულაციები ხარჯებთან დაკავშირებით, რომ 200 000 ლარი გადაყარა სახელმწიფომ, რაც არასწორია.

მსგავსი თემები