ქუთაისში ერთ-ერთი მაღაზიათა ქსელის ფილიალი გაქურდეს

ქუთაისში  მაღაზიათა ქსელ “მაგნიტის” ფილიალი გაქურდეს. შემთხვევა ასათიანის ქუჩაზე მოხდა. უცნობმა პირებმა მაღაზიის კარი ე.წ. ატმიჩკით გააღეს და სიგარეტები წაიღეს.

როგორც მაღაზიის თანამშრომლები ამბობენ, სავარაუდოდ, არასრულწლოვანები ობიექტზე სამი წუთის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ორი მათგანი ძარცვაში მონაწილეობდა, ერთი კი გარე პერიმეტრს აკონტროლებდა.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

მსგავსი თემები