გარწმუნებთ, ამ ქვეყანაში მხოლოდ ორი დაფინანსების წყარო არ არის, არსებობენ ადამიანები, ვისაც უნდა ცვლილება – ნიკა გვარამია

ახალი პოლიტიკური პარტია “ახალის” დაფინანსებასთან დაკავშირებით, ნიკა გვარამია ამბობს, რომ ყველაფერი იქნება ღია.

,,დაფინანსების წყაროებს ნახავთ ყველანი. გარწმუნებთ, რომ ამ ქვეყანაში მხოლოდ ორი დაფინანსების წყარო ნამდვილად არ არის, არსებობენ სხვა ადამიანები, ვისაც უნდა ცვლილება, ვისაც აინტერესებს შინაარსი და ვისაც უნდა დახმარება იმ პოლიტიკური ძალების, ვის აზრებსაც ისინი ემთხვევიან. დაფინანსება ვერ იქნება ვერაფრის სანაცვლოდ, დაფინანსება შეიძლება იყოს მხოლოდ მხარდაჭერის ფორმით”, – აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიამ და ნიკა მელიამ დღეს ახალი პოლიტიკური გაერთიანების პრეზენტაცია გამართეს, რომლის საარჩევნო ნომერი იქნება 4, პარტიის სადამფუძნებლო ყრილობა კი სავარაუდოდ მომავალ თვეში გაიმართება.

მსგავსი თემები