რუსეთში, შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების განყოფილების ხელმძღვანელად მამუკა მერკვილაძე დაინიშნა

რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების განყოფილების ახალ ხელმძღვანელად მამუკა მერკვილაძე დაინიშნა. მედიის ინფორმაციით, მერკვილაძე მოსკოვში უკვე ჩავიდა.

მერკვილაძემ ამ თანამდებობაზე გიორგი ქაჯაია შეცვალა, რომელიც პრემიერმა კობახიძემ დღეს ახალ თანამდებობაზე დანიშნა. ქაჯაია ზურაბ აბაშიძეს შეცვლის და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის მრჩეველი იქნება.

ცნობისთვის, მერკვილაძე არის კომპანია ფოთი-ტრანსტერმინალის თანადამფუძნებელი, მუშაობდა სატრანსპორტო ლოჯისტიკის სფეროში.

მსგავსი თემები