გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით კახეთში მამაკაცი დააკავეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ნათესავი ქალის გაუპატიურების მცდელობისთვის 30 წლამდე კაცი დააკავეს. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

საქმე ეხება 2023 წლის ოქტომბერში მომხდარ შემთხვევას. მამაკაცს თავისივე ნათესავები სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებდნენ, რის გამოც კაცზე შურისძიება სცადეს. მას ქალის ტანსაცმლის ჩაცმა და ქუჩაში გავლა აიძულეს, ვიდეო გადაუღეს და სოფელში ტელეფონიდან ტელეფონში გაავრცელეს. მომხდარს თვალს ადევნებდა დაახლოებით 50 ადგილობრივი.

დაკავებულ მამაკაცს დაზარალებულის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული. პროკურატურის ინფორმაციით, დამცირების, პატივისა და ღირსების შელახვის ბრალდებით მაშინ სამი პირი დააკავეს. მათ საქმეს გურჯაანის რაიონული სასამართლო განიხილავს.

რადიო თავისუფლება იმ ქალის ადვოკატს ესაუბრა, რომლის საჩივრის საფუძველზეც დააკავეს კაცი.

მსგავსი თემები