დღეს, ნიკა გვარამიას და ნიკა მელიას პოლიტიკური გუნდების შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართება

დღეს, 11 მარტს, ნიკა გვარამიას და ნიკა მელიას პოლიტიკური გუნდების შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართება, სადაც საბოლოო გადაწყვეტილებაც გამოცხადდება.

ნიკა მელიამ განაცხადა, რომ არჩევნებზე 4 ნომრით იასპარეზებდა. მაშინ მის გუნდში ადასტურებდნენ, რომ ნიკა გვარამიასთან მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაში იყო, თუმცა, თანამშრომლობასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა.

ნიკა გვარამიამ კი საკუთარ პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით პოლიტიკური პატიმრობის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

მსგავსი თემები