უარყოფითად აისახება საზოგადოების განწყობაზე ევროპული ბიუროკრატიის მიმართ – კობახიძე ადეიშვილის ვიზიტზე

უარყოფითად აისახება საზოგადოების განწყობაზე ევროპული ბიუროკრატიის მიმართ, – თქვა პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ევროკავშირსა და გერმანიაში გამართულ ვიზიტებთან დაკავშირებით, რომლებშიც, უკრაინის დელეგაციაში მყოფი ყოფილი იუსტიციის მინისტრი – ზურაბ ადეიშვილიც მონაწილეობდა.

,,ჩვენთვის მიუღებელია ის რომ, დამნაშავეები სარგებლობენ თავისუფალი მიმოსვლის შესაძლებლობით ევროპის მასშტაბით და დამნაშავეებს, ისეთ ადამიანებს, რომლებიც არიან მხილებული უმძიმეს დანაშაულებში ხვდებიან ბრიუსელსა და ბერლინში, ამაზე რეაგირება იყო აუცილებელი. ასეთი ფაქტები უარყოფითად აისახება საზოგადოების განწყობაზე ევროპული ბიუროკრატიის მიმართ, ქართულ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს იმის რწმენა, რომ ევროპული ბიუროკრატია არის ისეთი პრინციპებისა და იდეალების ერთგული როგორიც არის სამართლებრივი სახელმწიფო, სამართლის უზენაესობა და ასე შემდეგ”, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი თემები