გულწრფელად მაინტერესებს, რაზე ფიქრობდა, არ მესმის – ბერბოკი რომის პაპზე

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომზე ისაუბრა და რომის პაპის განცხადებას გამოეხმაურა:

,,გულწრფელად მაინტერესებს, რაზე ფიქრობდა, არ მესმის. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომზე საუბრისას, ზოგიერთი რამის გაგება მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა საკუთარი თვალით ხედავ. ჩემს თავს ვეკითხები: სად არის პაპი? რომის პაპმა უნდა იცოდეს ამის შესახებ,” – ამბობს ბერბოკი.

შეგახსენებთ, რომ რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ რუსეთთან ომში მყოფმა უკრაინამ “თეთრი დროშის” გამბედაობა უნდა გამოიჩინოს. მან ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვმა და კიევმა მოლაპარაკებები საერთაშორისო ძალების დახმარებით უნდა წამოიწყონ.

მსგავსი თემები