ზელენსკი თურქეთში ჩაფრინდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთში ჩაფრინდა, სადაც პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება.

ერდოღანის განცხადებით, ლიდერები უკრაინა-რუსეთის ომის მიმდინარეობას, შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებასა და ორმხრივ ურთიერთობას განიხილავენ.

ამ დროისთვის დამატებითი ინფორმაცია უცნობია.

მსგავსი თემები