დავიღალე, 26 წელია საჯარო მოხელე ვარ, მინდა კერძო სექტორში გადავიდე – შიდა ქართლის გუბერნატორი გადადგომაზე

შიდა ქართლის გუბერნატორი მიხეილ შაყულაშვილი გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს.

შაყულაშვილი აცხადებს, მან ამ გადაწყვეტილების შესახებ ხელმძღვანელობას უკვე აცნობა, თუმცა ოფიციალური განცხადება ჯერ არ დაუწერია. როგორც ის ამბობს, თანამდებობის დატოვება პოლიტიკურ პროცესებს არ უკავშირდება.

,,ველაპარაკე, რომ მინდა წასვლა-მეთქი და უახლოეს მომავალში დავწერ, ალბათ, განცხადებას. დავიღალე რა, 26 წელია საჯარო მოხელე ვარ და მინდა კერძო სექტორში გადავიდე და გავაგრძელო იქ მოღვაწეობა ჩემი თავისთვის, ჩემთვის.

ცნობისთვის, მიხეილ შაყულაშვილი შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობას 2022 წლის აგვისტოდან იკავებდა”, – ამბობს შაყულაშვილი.

მსგავსი თემები