აშშ ღაზის სანაპიროზე დროებით ნავმისადგომს ააშენებს ჰუმანიტარული დახმარების ნაკადის გასაზრდელად

ამერიკელი სამხედროები ღაზის სანაპიროზე დროებით პორტს მოაწყოებენ, რათა გაიზაროდს ჰუმანიტარული დახმარების ნაკადი ალყაში მოქცეულ ტერიტორიაზე.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თავის მიმართვაში განაცხადა, რომ “დროებითი ნავმისადგომი” შეძლებს “დიდი გემების მიღებას, რომლებიც ატარებენ საკვებს, წყალს, მედიკამენტებს და დროებით თავშესაფრებს”.

ბაიდენის თქმით, ეს შესაძლებელს გახიდს მასიურად გაიზარდოს ჰუმანიტარული დახმარების რაოდენობა ღაზის სექტორში, ყოველდღიურად. ბაიდენმა თქვა, რომ ისრალემაც უნდა გააკეთოს თავისი წილი.

,,ისრაელმა უნდა დაუშვას მეტი დახმარება ღაზაში და უზრუნველყოს, რომ ჰუმანიტარული მუშაკები არ მოხვდნენ ცეცხლში”, – თქვა მან.

ისრაელის მთავრობის წარმომადგენელმა განუცხადა Sky’s The World-ს, რომ ისინი მიესალმნენ მათ “მოკავშირეების მხარდაჭერას მეტი დახმარების მიწოდებაში იმ ხალხისთვის, ვისაც ეს სჭირდება” და ამტკიცებდა, რომ “არ არსებობს შეზღუდვები დახმარების ოდენობაზე, რომელიც შეიძლება ღაზაში შევიდეს”.

მსგავსი თემები