,,მართლაც ისტორიული დღეა” – შვედეთის პრემიერი

,,მართლაც ისტორიული დღეა. გავამართლებთ NATO-ს ყველა მოკავშირის დიდ მოლოდინებს”, – ამის შესახებ შვედეთის პრემიერმინისტრმა, ულფ კრისტერსონმა განაცხადა.

მან აშშ-ის მთავრობას NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებული საბოლოო დოკუმენტი გადასცა.

,,დღეს მართლაც ისტორიული დღეა. შვედეთი ახლა NATO-ს წევრია. ჩვენ თავმდაბლები ვართ და თან ასევე ვამაყობთ. გავამართლებთ NATO-ს ყველა მოკავშირის დიდ მოლოდინებს. ერთიანობა და სოლიდარობა შვედეთის, როგორც NATO-ს წევრის სახელმძღვანელო იქნება. ჩვენ, სხვა მოკავშირეებთან ერთად, ვიზიარებთ ტვირთს, პასუხისმგებლობასა და რისკებს. როგორც მდივანმა ბლინკენმა აღნიშნა, დღეს თავისუფლების გამარჯვებაა. NATO-ში გაწევრიანებით შვედეთმა გააკეთა თავისუფალი, დემოკრატიული, სუვერენული და ერთიანი არჩევანი”, – განაცხადა მან.

მსგავსი თემები