ფინეთში, ესტონელ-ფრანგ ბიზნესმენს, გაბრიელ ტემინს, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების დარღვევისთვის, ცხრათვიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს.
იტა-უუსიმაას რაიონულმა სასამართლომ ტემინს, ყაზახეთის გავლით რუსეთში აღჭურვილობის ექსპორტისთვის, ცხრათვიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯა. თუმცა პროკურორები 4-წლიან პატიმრობას ითხოვდნენ.
სასამართლომ დაადგინა, რომ ტემინის კომპანიების Luminor-ისა და Siberica-ს პროდუქციის საბოლოო “დანიშნულება იყო რუსეთი”. გამოძიების ვერსიით, ისინი რუსეთს აწვდიდნენ აღჭურვილობას, რომელიც შეიძლება დრონების მშენებლობისთვის გამოეყენებინათ.