აშშ და ბრიტანეთი მოქალაქეებს მოსკოვში შესაძლო ტერაქტის შესახებ აფრთხილებენ

ამერიკის საელჩომ რუსეთში და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოქალაქეები მოსკოვში შესაძლო ტერაქტების შესახებ გააფრთხილეს.

,,ექსტრემისტები უახლოეს მომავალში მოსკოვში დიდ შეკრებებზე თავდასხმას გეგმავენ, მათ შორის კონცერტებზე”. დიპლომატიური უწყება მოუწოდებს აშშ-ის მოქალაქეებს ,,თავი აარიდონ დიდ შეკრებებს მომდევნო 48 საათის განმავლობაში”.

მსგავსი გაფრთხილება ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა და მოქალაქეებს ასევე ურჩია მოერიდონ რუსეთში ყოველგვარ მოგზაურობას უკრაინაში რუსეთის შეჭრით გამოწვეული რისკებისა და საფრთხეების გამო.

,,სიტუაცია რუსეთში არაპროგნოზირებადია”, – აღნიშნავს სამინისტრო და ამბობს, რომ სამოგზაურო დაზღვევა შესაძლოა გაუქმდეს, თუ ბრიტანელები რეკომენდაციების საწინააღმდეგოდ გაემგზავრებიან რუსეთის ფედერაციაში.

მსგავსი თემები