ფინეთი წითელ ზღვაში, კრიზისის მართვის ოპერაციებისთვის, ჯარისკაცებს გაგზავნის

ფინეთი, წითელ ზღვაში, კრიზისის მართვის ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად, 7 ჯარისკაცს გაგზავნის. ინფორმაციას ფინეთის პრემიერმინისტრის ოფისი ავრცელებს.

განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც იემენის “ჰუთების” თავდასხმის შედეგად ადენის ყურეში, ბარბადოსის დროშის ქვეშ მცურავი ამერიკული გემის, სახელად True Confidence-ის, ეკიპაჟის ორი წევრი დაიღუპა და ექვსი დაშავდა.

მსგავსი თემები