რუსთავში ახალგაზრდა კაცმა ყოფილ ცოლს, მუქარის შემდეგ, მანქანა დაუწვა

რუსთავში ახალგაზრდა კაცმა ყოფილ ცოლს, ცივი იარაღით მუქარის შემდეგ, ავტომობილი ჯერ დაუზიანა, შემდეგ კი დაუწვა.

გავრცელებული ინფორმაციით, კაცი უკვე დაკავებულია. შემთხვევის ადგილას მობილიზებული იყო პოლიცია და სახანძრო სამაშველო სამსახური.

შსს-ის ცნობით, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს 11 პრიმა 187-ე და 11 პრიმა 151-ე მუხლებით, რაც ოჯახის წევრის ნივთის დაზიანებას და მუქარას გულისხმობს.

მსგავსი თემები