რუსეთის მიერ გაშვებული 37 “შაჰიდიდან” 33 ჩამოვაგდეთ – უკრაინის საჰაერო ძალები

გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 37 “შაჰიდის” ტიპის დრონიდან 33 ჩამოაგდეს. ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს. ოკუპანტები შეტევისას S-300 და Kh-59 ტიპის რაკეტებსაც იყენებდნენ.

,,საბრძოლო მოქმედებების შედეგად, 33 შაჰიდი ჩამოვაგდეთ კიროვოგრადის, ოდესის, ხერსონის, მიკოლაევისა და ხარკოვის ოლქების საზღვრებში”, – ნათქვამია განცხადებაში.

უწყება ასევე აღნიშნავს, რომ ოკუპანტებმა დროებით დროებით ოკუპირებული ყირიმიდან ბალაკლავა გაუშვეს.

მსგავსი თემები