რუსთავში, ცოლისთვის სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე, ახალგაზრდა კაცი დააკავეს

რუსთავში, ცოლისთვის სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე, ახალგაზრდა კაცი დააკავეს. ინფორმაციას ,,ინფო რუსთავი” ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ინციდენტი მესხიშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ მაღაზიაში მოხდა. 30 წლამდე კაცმა სიტყვიერი შეურაცხყოფა 20 წლამდე ქალს მიაყენა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

მსგავსი თემები