ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გაეროს ქალთა ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გაეროს ქალთა ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოში, აუნაზღაურებელი ზრუნვის საქმეს ქალები 5-ჯერ მეტ დროს უთმობენ, ვიდრე კაცები. ორგანიზაციები წერენ, რომ ეს ქალებს პროფესიული წარმატების მიღწევისა და საჯარო თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვისთვის ნაკლებ დროს უტოვებს.

,,ახლა, როდესაც მსოფლიო არაერთი კრიზისის წინაშე დგას, გენდერული თანასწორობის მიღწევა კიდევ უფრო გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს. მიუხედავად ბოლო ათწლეულების პროგრესისა, სრული თანასწორობის მიღწევა ისევ შორეული პერსპექტივაა. თუ პროგრესი ამჟამინდელი ტემპით გაგრძელდება, შეიძლება, გლობალურ დონეზე სრული სამართლებრივი თანასწორობის მიღწევას 300 წელი დასჭირდეს. […] ეკონომიკური აქტივობის მიხედვით, ქალთა მაჩვენებელი (41.5%) კაცებისას (64%) მნიშვნელოვნად ჩამორჩება… 25-34 წლის ქალების თითქმის ნახევარი არ მუშაობს, ათასობით ქალი ემიგრაციაში წავიდა, რომ ოჯახები ფულადი გზავნილებით არჩინონ, ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობა ადამიანის უფლებების ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დარღვევად რჩება და ქალების ხმა პოლიტიკის შექმნის პროცესსა თუ გადაწყვეტილების მიღების დროს ხშირად არ ისმის”, – წერია განცხადებაში.

მსგავსი თემები