,,კობახიძის გადაწყვეტილებაა… ვეთანხმები” – მდინარაძე კანცელარიასთან ღობის მოხსნაზე

,,კობახიძის გადაწყვეტილებაა… ვეთანხმები”, – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” წევრი მამუკა მდინარაძე კანცელარიასთან ღარიბაშვილის მიერ დამონტაჟებული ღობის მოხსნას.

,,არ ინერვიულოთ. ნახეთ, ნაცების ტელევიზიები ნერვიულობენ ღობეში დახარჯულ ფულზე. გამოიყენება ეს ღობე, არ გადააგდებენ, ჯართში არ ჩააბარებენ, არ ინერვიულოთ.

…ნუ ნერვიულობთ, ჯართში არ ჩააბარებენ და დანიშნულებისამებრ, სადმე, სადაც საჭიროა ის და ამის აუცილებლობაა, იქ იქნება. მეორე, ძალიან მოკლედ გეტყვით, ეს არის ირაკლი კობახიძის დამოკიდებულება, მისი გადაწყვეტილება, რომელსაც აბსოლუტურად ვეთანხმები. თავიდან ბოლომდე ვეთანხმები. და თქვენ, ძალიან გთხოვთ, ნუ მონათლავთ დაპირისპირებად თითოეულ გადადგმულ ნაბიჯს, იმ შემთხვევაში, ეს თითოეული გადადგმული ნაბიჯი თუ არ დაემთხვევა წინა პრემიერის ნაბიჯს. იმიტომ რომ, არ შეიძლება ორი ადამიანის აზრი ასეთ დეტალებში ემთხვეოდეს ერთმანეთს. და არ შეიძლება ამაზე ისეთი მდაბიო სპეკულაცია, რომ როგორც კი მარჯვნივ ჰქონდა გახედილი ბრიფინგის დროს ღარიბაშვილს და მარცხნივ გამოიხედავს კობახიძე, ეს დაპირისპირებად მონათლოს. იმ ადამიანმა მიიჩნია, რომ ეს იყო საჭირო, და მეორე ადამიანმა მიიჩნია, რომ ეს საჭირო არაა. აი ასეთ დეტალებზე სპეკულაციის აგება არის ძალიან მდაბიო პიარ-კამპანია…

ამ თანხაზე უკვე გითხარით. რადგან ნერვიულობს “მთავარი” ამ თანხაზე, ამ თანხის მიზნობრიობა არსად დაიკარგება. ღობე გადაეცემა უფრო მეტად რომ სჭირდება ღობე, იმ დაწესებულებას…

რა ღობე, საქართველოში ვცხოვრობთ და კანდიდატის სტატუსი მივიღეთ და ევროკავშირში უნდა შევიდეთ და ღობე სად დააყენეს და მოხსნეს, იმაზე ვლაპარაკობთ. უკვე 15 წუთია, მაგას მეკითხებით. ხო მშვიდობა გაქვთ? რა ღობე… სასწაული ამბავია, ასეთი სკანდალი არ მომხდარა ქვეყანაში, ბოლო წლებია არ მახსენდება”, – თქვა მდინარაძემ.

მსგავსი თემები