პუტინს ქედს არ მოვუხრი – ბაიდენი

ხუთშაბათს ღამით ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კაპიტოლიუმში სიტყვით გამოსვლის დროს კიდევ ერთხელ მოუწოდა კონგრესს, მხარი დაუჭიროს რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარებას.

მან თქვა, რომ თუ შეერთებული შტატები მიატოვებს, უკრაინა რისკის წინაშე დადგება, ასევე, მისი თქმით, საფრთხის წინაშეა ევროპა და თავისუფალი სამყარო.

,,ჩვენ ქედს არ მოვიხრით! მე არ მოვიხრი! პირდაპირი გაგებით, ისტორია გვიყურებს”, – თქვა მან.

მსგავსი თემები