,,ლაზარე უდანაშაულოა… ვფიქრობ, პრეზიდენტი, როგორც დედა, ისე შეხედავს ამ საკითხს” – გრიგორიადისის დედა

,,ლაზარე უდანაშაულოა… ვფიქრობ, პრეზიდენტი, როგორც დედა, ისე შეხედავს ამ საკითხს… ვთხოვ, შეიწყალოს”. ამის შესახებ მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის დედამ თამთა კალანდაძემ განაცხადა.

,,ლაზარეს ველაპარაკე 3 მარტს, დამირეკა, დედის დღე მომილოცა. არის მხნედ. როცა ველაპარაკები არასდროს არ გამოთქვამს პრეტენზიას, არ გვაგრძნობინებს, რომ რამე უჭირს, ყოველთვის გვამხნევებს იქიდან. პრეზიდენტს ვეტყოდი, რომ ლაზარეს ვერ უმტკიცებენ იმას, რასაც აბრალებენ. ლაზარე არის აბსოლუტურად უდანაშაულო. ის იქ იდგა იმდენი ხალხის გვერდით, საჭირო დროს, საჭირო ადგილას და ვფიქრობ, რომ ქალბატონი პრეზიდენტი, როგორც დედა, ისე შეხედავს ამ საკითხს. ლაზარე არის სულ ახალგაზრდა, 21 წლის, რომელსაც წინ აქვს მომავალი. ჩვენი ხელისუფლება ცდილობს, რომ ახალგაზრდებს მომავალი წაართვას და საპყრობილეში გამოამწყვდიოს. და მე შევთხოვ მას, აუცილებლად გადახედოს ამ საკითხს და ლაზარე შეიწყალოს” – ამბობს ლაზარე გრიგორიადისის დედა.

მსგავსი თემები