ლიეტუვამ უკრაინას სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტი გადასცა

ლიეტუვამ უკრაინას სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტი გადასცა, რომელიც 155 მმ-იან საარტილერიო საბრძოლო მასალას მოიცავს.

,,ვაგზავნით იმ მარაგებს, რომლებიც უკრაინას ახლა ყველაზე მეტად სჭირდება. ვუსმენთ მათ და ჩვენი დახმარება გრძელდება”, – თქვა ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა, არვიდას ანუსუსკასმა.

ცნობისთვის, ლიეტუვამ უკრაინის დახმარების გრძელვადიანი ეროვნული გეგმაც დაამტკიცა. სამხედრო აღჭურვილობისა და იარაღით დახმარების გარდა, ლიეტუვა უკრაინას სამხედრო პერსონალის აქტიური მომზადების, დაჭრილი ჯარისკაცების მკურნალობისა და რეაბილიტაციის და ექსპერტების კონსულტაციების კუთხითაც ეხმარება.

მსგავსი თემები