ოდესაზე რუსული დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ისევ გაიზარდა. საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა მე-9 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს.
,,3 მარტს დილით, ოდესაზე რუსული დრონებით თავდასხმიდან 24 საათზე მეტი ხნის შემდეგ, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა მე-9 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს”, – ნათქვამია უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებაში.
ცნობისთვის, ოდესას რუსეთი თავს 2 მარტის ღამეს დაესხა. ოკუპანტებმა საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს. რუსული აგრესიის შედეგად დაღუპულთა შორის ერთი 3 წლის ბავშვია.
3 მარტი ოდესაში გლოვის დღეა.